პოეზია · ლირიკა
*** "გრძელი გზა გავიარე"
გრძელი გზა გავიარეთვალებდახუჭულმა,არ ვიცი, სადა ვარ,არც მინდა ვიცოდე!ჭუჭყიანი სადგურები,ბინძური უბნები...ფუთფუთებს საქართველო,ირევიან მგზავრები:სომხები, თათრები,ოსები, ქურთები...ავტობუსი მიინჯღრევასაქართველოსუღვთო გზებზე...რა დამაძინებდაასეთ აღმართებში!თავს ვიმძინარებ დაცხადს თვალს ვერ ვუსწორებ,ვაი, რომ _არას მრგებს დახუჭვა თვალის!ვაი, რომ _ვხედავ ყველაფერს!ვაი, რომ _ვშველი ვერაფერს!