პოეზია · ლირიკა
ჩემო ტკბილო მეგობარო
ჩემო ტკბილო მეგობარო,შენი ნახვა მენატრება;ჩემო ტკბილო მეგობარო,გული რაზე გიღონდება!..კიდევ მოვალ, კიდევ გნახავ,გულს მედება სინანული.შენ ვარდები გიკრეფია,მე კი შენი სიყვარული...ყოველღე და ყოველღამეგულს დარდები ეტანება.შენთან მინდა სიკვდილამდესიცოცხლე და ნეტარება.შენთან მინდა ტრფიალებითსიხარულის ცრემლი ვღვარო.ჩემო ტკბილო მეგობარო,გაფურჩქნილო, დაუმჭკნარო!რა ხანია, მე შენს სახესვუმზერ, მზეს რომ ედარება,სიკვდილამდე შენთან მინდაუდარდელი ნეტარება.დაგეძებ და სად ხარ ნეტავ,ახლაც შენზე ვდარდიანობ.ნატვრის თვალად გაჩენილო,გოგოვ ბაგევარდიანო!..