↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აქ როგორმე არ დავაღამოთ

კეშელავა ბონდო

2014-05-121 წთ საკითხავი258 ნახვა

—
ამ ორწოხებში, ამ კლდეებში მზე დიდებულიროგორ ჩაღვრილა, დააკვირდით, როგორ ღაღანობს.როგორ უხდება მთა ხეობას დაყუდებული,ნუ შევჩერდებით, აქ როგორმე არ დავაღამოთ.მშვენიერებით შემკობილი წმინდა ადგილი,ღამის ბინდბუნდის ტყვეობაში არ მინდა, ვნახო.როგორმე ჩქარა გავიაროთ, ა, ეს გზაწვრილი,როგორმე ჩქარა წინდამხვდური კლდე გადავლახოთ.შიში ნუ გიპყრობს, მეგობარო, მუხლის ღალატის,გამაგრდი, გვმართებს არ გვაფრთხობდეს სიმკაცრე გზისა.ორწოხებიდან შინ დავბრუნდეთ ფერთა ღაღადით,ისე, რომ მხრებზე გვეფრქვეოდეს ნათელი მზისა.
კეშელავა ბონდო

კეშელავა ბონდო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი