↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიგნი

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2497 ნახვა

—
გამათავეს.მე დღეს დავმთავრდი.რომ მცოდნოდა ასე უგემოვნო ვიყავი,თავიდანვე,დაბადებისთანავე...ისეთები მეხებოდნენ...თითებით,სუნთქვით - ცხელით და ძალიან მლაშე სითხით მასველებდნენ.დამაფერფლეს რამდენჯერმე და სული შემიბერეს.რომელიღაც სიტყვა მომიკვდა...ერთმა ქალმა პოპულარული მიწოდა ერთ კაცთან...როგორ მაქო და მერე მკლავებში ჩაუვარდა.მე კი სადღაც, იატაკზე, თუ საწოლის ქვეშ...ორი დღე ვფიქრობდი პოპულარობაზე.ვიდრე არ გამყიდეს.იაფად.დავკარგე დასაწყისი და ვეღარ გავიხსენე ვინ ვიყავი.მერე ტანიც რაღაცისთვის გამოიყენეს.დავრჩი სარჩევი.პოპულარული და თან უგემოვნო.ასე დავმთავრდი.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი