↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სურათები. ადრე

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2499 ნახვა

—
გადარჩენა რთული იყო.ვინც ღირსება არჩია თაყვანს,სახლში დარჩა და შვილებს უთხრა:ტყემლისაგან საუცხოო სასმელი დგება.და შვილებს უთხრა:არყისთვის,ტყის პანტა მსხალიც გამოგვადგება.ის ადიოდა ხეზე ფრთხილად.შვილები კი მოთმინებით იდგნენ ფესვებთანპანტის, ხანაც ტყემლის სეტყვამდე.მერე წებოვან, მჟავე სუნითგაჟღენთილ ტომრებსიყოფდნენ და ეჯიბრებოდნენ,ხანაც ერთმანეთს უპირქვავებდნენ.ვინ - პირველი,ვინ - მალე უფრო,ვინ უფრო მეტს მოაგროვებდა.ერთი ხიდან მეორე ხისკენ.სტვენა-სტვენით.ეს მელოდია,ტყეო, ნეტა თუ ისევ გახსოვს.ტყეო, რით აღარ გამოგელია...შებინდებისას, ყველა ხილი გვეზიზღებოდა.ერთმანეთს ვჩრიდით ყელში ბურთებს.მამა, არ მორჩა?მამა ამ ხეებს დღეს რა გამოლევს?რთული იყო თავის გატანა.სექტემბერში ბიჭს ახალი ფეხსაცმელი, გოგოს - ჩანთა უნდა ახარო.საღამო კი დგებოდა ქვევრთან.დღემდე ვერავინ გადაგვარწმუნა,ძირი თუ ჰქონდა თიხას ოდესმე.არაყი პურზე იცვლებოდა.არაყი ყველზე იცვლებოდა.არაყი ფულზე იცვლებოდა.რაც რჩებოდა - რჩებოდათ სტუმრებს.როგორც ფუტკრები,ჩვენს სკა-სახლს თავს რომ დასტრიალებდნენ.ღამით, ქუჩაში, ჟრიამულში, წივილ-კივილში,ეს ამბავი არ გაუგიათ.ოდნავ, სულ ოდნავ ეწვოდა ბიჭს და ეწვოდა გოგოს ხელისგულები.დღეს ეს კადრი მიცოცხლდება ყველა ტყეში - ამქვეყნად.ის - კენწეროზე.ჩვენ - მუხლებზე ვდგავართ ფესვებთან.ხეზე ასვლა არ გვისწავლია.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი