პოეზია · ლირიკა
სიგარეტი
შენი ნერვიული თითებიყოველ ნახევარ საათში მიშვებენ ღმერთთან.ანუ შენ მე მკლავ.უმოწყალოდ მსრესავ და თავს მიჭყლიტავ ცივ რკინაზეან მინაზე.ყოველდღე დაუდევრად მაყრი ასანთის ცეცხლიან ღერებს,ათას ხარახურას და ამის მერეგადამიძახებ სანაგვეში ან, უკეთეს შემთხვევაშიფანჯრიდან ქუჩას აჩუქებ ჩემს თავს - უმტკივნეულოდ.არადა: ეს მე ვარ, ვიყავი (ვიქნები ნეტა?)შენ რომ გაბრუებ და დარდს გიქარვებ.ყოველწუთს მაგინებ და გინდა მიმატოვო,ოხ, როგორ გინდა მიმაგდო,შემაფურთხოდა მაინც მეძებ...განუწყვეტლივ, ხელის ფათურით, თვალის ცეცებით.თუმცა, შენ კი არა, მე განადგურებ, მე გფიტავ,მე ვარ ბატონი!ოღონდ ლმობიერი, ფერფლის გულის მქონე,რომელიც დაიღალა შენი თითების და გათანგული ტუჩებისშეხებისაგან.აღარ მინდა,აღარ მინდასიგარეტობა!