↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საფრენი

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2495 ნახვა

—
როგორ უნდა მიუახლოვდე.თუ სივრცე ისე გაიწელა,სამიოდე ქუჩის ადგილას - გაეჩხირა მთელი ქალაქი.როგორ უნდა,თუ საფრენი ზონაც ჩაკეტეს მოლაღურებმა.ზღაპრულმა ცხრა მთამშვა ბორცვები, გორაკებიძებნის დღეს -გზის ასეთმა გახანგრძლივებამორივე უნდა ისე დაგვქანცოს,თითქმის მწვერვალს მიღწეულებმანიშნის კოცონი ვეღარ ავანთოთ.სანაცვლოდ ცაა,უერთმანეთოდ დათრთვილულებიმას ვაშტერდებით - ვინ პირველი დაახამხამებს ყინვის წამწამებს.კარამელ „საფრენს"ამაოდ ვეძებ შოკოლადებს შორის დახლებზე.მჯეროდა ასე:ენის ქვეშ თუ დავადნობდიღამით ტანი გამეცლებოდადა ფრენა-ფრენითჩამოაღწევდა მთიდან ბარში -შენამდე - მისი მთავარი მოგზაურობა.საჰაერო ბურთია, მგონი,ეს ერთად ყოფნა - საითაც ქარი უკარნახებს.გადამფრენების ბასრმა ნისკარტმა თუ არ გაფხრიწა,მშვიდი იქნება მაშინ დაშვება.დღესროგორ უნდა მომიახლოვდე,ქარბუქია ხვალის პროგნოზით.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი