↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სურათი

ჩადუნელი თამაზ

2006-08-121 წთ საკითხავი289 ნახვა

—
მკვდარია თითქოს... საღათას ძილითძინავს თბილისს და არ ჩანს არავინ,აიზლაზნება სიბნელე დილით,და დღე თენდება შიშშემპარავი.ვაითუ, ეს დღეც ისე დაღამდეს,მშიერი დარჩე სხვათაგან მალვით,არ მაქვს სურვილი ისე გავმარჯვდე,თავი ვირჩინო ძარცვით და პარვით...ქუჩაში გახვალ და სახეებიშეგებრალება გატანჯულ ხალხის,დღეის შიმშილზე ვერ გაჩერდები,უსაზღვრო ვადით დადგა დრო მარხვის.გაზაფხულდება... და მგონი ხალხიდაუბრუნდება მიწას პაპეულს,მაგრამ... სოფელში არ დარჩა ხარიდა ვის გაუსკვნი ყელქვეშ აპეურს?მკვდარია თითქოს... საღათას ძილითძინავს თბილისს და არ ჩანს არავინ.აიზლაზნება სიბნელე დილითდა დღე თენდება შიშშემპარავი.

ჩადუნელი თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი