↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს გაზაფხული

ჩადუნელი თამაზ

2006-08-121 წთ საკითხავი289 ნახვა

—
კიდევ ერთხელ,კიდევ ერთხელ გაზაფხულდა,გაზაფხულსაც დაეკარგა სითბო…სილამაზით ტკბობის ნიჭიც გაწარსულდა,ამწვანება გარეთ აღარ მიხმობს.შრიალებენ ყელში წვიმამოწოლილიხეები და გადარჩენა უკვირთ.იქნებ ხეებს შერჩათ ნიჭი მოლოდინის?ცოცხლობენ და არაფერი უჭირთ.იქნებ ხეებს ისევ უყვართ, იმედი აქვთმომავალში სიყვარულით თრობის,ცოცხლად ყოფნა იქნებ თავად იმედია,ვიდრე ყელზე არ წაგიბამს თოკი.მზე ანათებს და ჩიტები Fფრთხიალებენ,ხის ტოტებზე იზმორება დილა.მოდი, ერთ დღეს ყველას თავი მიანებე!მარტოსულად ყოფნა შეგხვდა წილად.გაზაფხული შენთვის აღარ გაზაფხულობს,სიცოცხლეა უმძიმესი ტვირთი.ამ თბილ დილასმე არაფერს არ ვნატრულობ,ცას შეასხა ოცნებების კვირტი....და მე მიკვირს _არაფერი რომ არ მიკვირს!რომ გაზაფხულს ადევს კვდომის ფერი,რომ მზე მოჰგავს სათამაშოს,ცაზე მიკრულს,რომ ჩემს შიგნით არაფერი მღერის!

ჩადუნელი თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი