↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადგურ ბროწეულაზე

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24950 ნახვა

—
1941 წლის ივლისშიგაგონილი სიმღერის ასლი
ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო,შორს მივდივარ...შვიდ წელიწადს ვერ გნახო.ვაიმე ჩემო, ცოლ–შვილო და სახლ–კარო,უპატრონოდ როგორ უნდა დაგყაროთ.ვაიმე ჩემო, ხარებო და გუთანო,მოკლული ვარ, დაკლული ვარ უდანოთ.რიონის პირ ზღვასავით რომ ქანაობ,ვინ დაგთესოს, ვინ გაგთოხნოს, ყანაო.შემოდეგზე ვინ დაგბერტყოს, ნიგოზო,დევისყელა ჭური ვინ დამიგოზოს.ქორწილებში ვიღამ უნდა დაგღალოს,ვიღამ უნდა გაჭიხვინოს არღანო...შავი კვამლით გაგუდულო ბუხარო,აგუზგუზდი, მოწყენილი ნუ ხარო.–გოგო, ნუგეში, ნუგეში,თავს ჩაგიდებ უბეში,შენს სიყვარულს გავუძღვებიროგორც ხარი უღელში.
ასე მღეროდნენ იმერეთში...და იმ დროს უკვე ქერჩი შავი
ჯვრით მოენიშნათ გერმანულ რუკებს.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი