პოეზია · ლირიკა
სასწაული
გუშინ ჩემს ფაჯარასთნ გოგონამ ჩაიარა,თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა.იმას ჰგავდა, სულ იმას...(ღმერთო, რა გამიხარდა!)მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა.გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?სამარიდან წამოვდექთუ ცის გახსნა მეფონა?დაკარგული სამოთხედამიბრუნდა მეგონა.ცაო, ეს რა მიყავიშენს მგალობელ მეგობარს,ჩემი ბებერი თავიბიჭუკელა მგონია.
ო, იმ ციურ სასწაულსხვალ, ზეგა თუ გაისადთუკი ვერ შემახვედრებ,–დამასიზმრე მაინცა...