↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოს ფალავანი

ნიშნიანიძე შოთა

2005-07-121 წთ საკითხავი24946 ნახვა

—
სოფელო,დევის ხელისგულზე გიზის ქალაქი...მუშტად იქეცი და საზღვრები მისი ალაგმე.მაგ ხელისგულზე გახატია ბედი მთავარი:დღევანდელობა, ისტორია და მომავალი.........................................................................ჰე, სოფელო, დაგიკოცნი მამა–პაპურ ქალამანს,მიყვარხარ და გასახელებ საქართველოს ფალავნად.
–განი, განი, გალავანი,შენ ხარ ჩემი ფალავანი.
შეუსიე დედაქალაქს, შეუსიე ტყეები,ფერმების და საძოვრების შემოარტყი ალყა,შეუსიე ზამთარ– ზაფხულ შემოდგომის დღეები,შეასხურე "ოდოიას" და "ჰოპუნას" ტალღა.
გვინდა მუხა–საქართველო რტომრავალი, რკომდიდარი,მუხიანი, ბროწეულა, ვაზიანი, კოპიტნარი.
გვინდა მეტი კაკაბეთი, ხოხობეთი, საირმეთი,ყველგან მზად ვარ,ოღონდაც კი გამოგადგე რაიმეთი...........................................................................................ჰეი, სოფელო,დაგვაბერტყე სიუხვის კალთა,მოასხი შენი ლაშქრიონი ქალაქის კართან;მაგ დახეთქილი ხელისგულის ვეება ჩრდილიშუბლზე დაეცეს სიცხიან თბილისს.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი