↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახუმარო

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24948 ნახვა

—
ორშაბათს გოგონა გავიცანი,გოგონა ნახატი ყალმისანი,მისი ღიმილი და დალალებისამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნედა თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,ჩემი გასაჭირი ავუხსენი,ჩემი ეჭვები და იმედები.პარასკევს პასუხი მომივიდა,ვაიმე ბედო უკეთურო!დაბერებულხარო გნოლივითა,ცოლ–შვილს მიხედეო, უბედურო.თეთრად გავათენე პარასკევი,ფიქრში გავათენე შაბათ–კვირე,თავმოჭრილი ვარ–თქო–დავასკვენი,ჰოდა, თავისმოკლვლაც დავაპირე.მოვიდა მეორე ორშაბათი,ისევ შემეფეთა ის უღმერთო,ელვამ დამიარა კოჭებამდი,დილამშვიდობისას გისურვებთო.მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე–ბედს,მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ............................................................ღმერთია ჩემი მწყალობელიმე კი–იმ უღმერთოს მგალობელი.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი