პოეზია · ლირიკა
სიბერე
როცა დაცხრება შენი ვნებები,როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,სიბერეს მაინც ნუ მინებდებიციხე იყავი აუღებელი.
იყავი ციხე,. დამთმენი ჭირი, ვარამი,იყავი ცხრა ბჭე და ცხრაკლიტული,ჭაღარა შენი არ ეგონოთ თეთრი ალამიციხიდან შიშით გადმოკიდული.