პოეზია · ლირიკა
სიზმარი
წეღან დავინახე, წეღან, ბორცვიდან–ეშმა და ანგელოსი ერთმანეთს კოცნიდა.აღარსად გაისმის ომების მარშიდა აღარც ციხეებს აგებს კირითხურო,ქვეყნად ერთადერთი ჯალათი დარჩაისიც უსაქმოადა ლექსებს კითხულობსბავშვებს აუღიათ თოფი სათამაშოდ(თამაშში, ბატონო, რაა საგანგაშო?!)ყველგან სათნოებას უზეიმია,სადაც ციხე იყო–მუზეუმია!ერთ ხმაზე ვმღერივართ დიდი და პატარადა ერთი ფასი აქვს ლოჟას თუ ქანდარას.
ირევა სიმღერა...ყიჟინა...ხმაური...და ხმები შრიალებს მტილივით.........................................................ახლაც კი არვიცი, ის აურზაურისიმღერა იყო თუ ტირილი?