↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საგვარეულო ხე

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24946 ნახვა

—
1მითებში,სიზმრებში დავეძებ ფესვებს:ვინა ვა, საიდან მოვდივარ?გენეალოგიის ბიბლიურ ხეზერომელი, რომელი ტოტი ვარ?ტოტი ვარ!–გაფოთლილი სტრიქონი–ბუნების ძღვენი თუ ტარიგი.ბუდედ ჩანსქორონიკონი–ჩემი დაბადების თარიღი.კურთხეულ იყავ, კურთხეულ,სულ დევის პეშვივით იზრდები,შენ, გამიმრავლე, ბუდეო,ჩემი სიმღერები–ჩიტები...
2ვინ იყო პირველი მომწვნელი ფაცხების,გვარის წინამძღოლო თუ გვარის დამწყები.
ვინ იყო, სად იყო ან როდის სახლობდა,რომელ მდინარესთან ან რომელ მაღლობთან...
ვხედავ ურარტუდან მოდენის თქმულებებს...და გზებს ხარებივით მტკვარზე არწყულებენ...
ნეტავი შენს ტოტებს რა მოდგმა მოსავდამხედართა,მჭედელთა,ბერთა თუმგოსანთა?
ვაიმე, ფოთლებო, თქვენს გვარს და სახელებსმატიანეები არაფრით ამხელენ.
ცვიოდა ფოთოლი...ცვიოდა...ცვიოდა...ყველგან:საქართველოს ციხე–ბასტიონთან.
აქ ლომი სპარსეთის,იქ მთვარე თურქისაგტორავდა, გსხეპავდა, გიმტვრევდა ზურგის ძვალს.
კურთხევა იმ ფოთლებს! კურთხევა, კურთხევა!ვკოცნი მამულისთვის გადამტყდარ შუბს.აე მაგ ფოთლების გვირგვინი უხდებაძველი საქართველოს წამებულ შუბლს.
ხეო უფლიოსაო,მიმრავლე მოდგმა,მოისხი ვარსვლევთი ბრიალა.მე კი დამიგულე იმ მკურნალ ფოთლად,რომელიც დაეცემა მამულის იარას...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი