↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭორია

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2500 ნახვა

—
ჭორია ჩვენი ამბავი.მეზობელმა მოაყოლა მოსაკითხად გადმოტანილთონის ლობიანსდა დაგვიყარა ხმები ბუხართან.მე სასწრაფოდ შევყარე ცეცხლში.ჭორია,აბა, ვინ დაგვინახა ღამის თორმეტზეან დილას, შვიდზე,ვინ დაგვინახა,როგორ მაწვდი ქრიზანთემებსშუა ზამთარში?ჭორია, იცი, თითქოსმკოცნი ბოლო სურათზე,თითქოს მიზრდი მუცელს ტყუპებად,და თან დედობის უფლებას მართმევ.ჭორია, თითქოს მიხეხდე ქუსლებს,მბანდე ფეხებს,რა ხანია, ის საპნიანი წყალი დამექცა.ვერ ვიხსენებ,თუ ოდესმე მიმიჭედე სახლში ლურსმანი,ან ბაზრიდან დაბრუნებულს კიბეებზე შემომეშველე.ყურით მოთრეული ამბავია,ვითომ მატირე შუა ქუჩაშიდა მოწყენილ გამყიდველებს უსახსოვრე სანახაობა.ვერ ვიტანდი აქამდე ჭორებს -შევიყვარებ,ერთი მაინც თუ გამართლდება.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი