პოეზია · ლირიკა
ვარძიის ექო
აქ ლურჯი ზეცის მიყვარს ყურება,აქ იდუმალი დგას მზის ტაროსი...აქ ერთი წყარო მეჩურჩულება:_ მე სტრიქონი ვარ "ვეფხისტყაოსნის."კლდეზე მივყვები დახლართულ ბილიკს _უხსოვარ დროთა ბედით დალოცვილს...ყელზე მეხვევა ნიავი დილის:_ მე სუნთქვა ვარო "ვეფხისტყაოსნის."კლდეები დგანან, როგორც ვეფხვები,ველი წევს ვარდთა თეთრი სამოსით...მტკვარს მათი ხმები მოაქვს შხეფებით:_ ჩვენ ფურცლები ვართ `ვეფხისტყაოსნის.~კრძალვით და რიდით ვარძიას აველ,(ვერ მოვიშორე ფიქრი ტაოსი)...ვ_ა რძიის ექო მოედო მთა-ველს:მე ძარღვი ვარო "ვეფხისტყაოსნის..."ამაყ მთებსა თუ თავმდაბალ ბუჩქებსვხვდები ლომგულთა ბედის წყაროსთან,და ვით ღაღადისს, ვით ლოცვას უჩვევს, _მე მათგან ვისმენ "ვეფხისტყაოსანს."