პოეზია · ლირიკა
საით დასძრეს მესხთა ჯარი
საით დასძრეს მესხთა ჯარი, _ასპინძას თუ ხერთვისს,რად აემღვრა ფოცხოვს წყალი,სისხლი რატომ ერთვის!ასე რისხვით რად გრგვინავენხახული და ოშკი,რა აშფოთებს ყრმას მძინარეს,რად მიდიან ომში!..ფარ-შიმშერი ვისი ბრწყინავს,რა ელვაა ნეტავ!რა ნათელი მოეფინამინდორთა და კლდეთა!..აკაზმული ლაღი ცხენითსცდის ხერხსა და ღონეს,ეომება ვითა ხელივეფხვებსა და ლომებს.მტრის ურდოში რისხვით შევა,მტერს სიკვდილით დასჯის,რუსთაველი მედროშეათამარ მეფის ლაშქრის!..მამულს შვენის ვითარც სხივი,წინ მიუძღვის დრო-ჟამს,მკერდით მოაქვს გმირთა გმირის _საქართველოს დროშა.