↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევარდულა

მხარგრძელი სტეფანე

2014-05-121 წთ საკითხავი309 ნახვა

—
ხევარდულა ვაზის ერთ-ერთი თეთრიჯიშია, შავშეთ-კლარჯეთში ხარობდამე შავშეთში და კლარჯეთშივაზი დამრჩა ხევარდულა,ხე იყო და ვარდი იყო,როგორ ძლიერ მენატრულა!ნეტავ ვინ ჰყავს მესატკივრე _ცის გამხსნელი, მათოხარი,ეგებ უწყლოდ დაიგვალანათქერი და ნაოხარი.ვინ ფურჩნა და ალამაზა,შეაცალა ნაშხრეული?მანდ ტაძარი ბევრი დამრჩა,სახლ-კარი და სახლეული.ვყვირი, როგორც მუეძინი:_ შველა უნდათ ვაზს და ფრესკებს,ქართულ სულს არ მიეძინოსდა სჯულს, მასში ჩანაფესვებს!.............ვაზო, ათას ჭირნანახო,ვინ გიხვევდა ნაჭდევს ხმლისას,მსხმოიარე მენატრებიდამტევნებულ ზვრების ღირსად.მზე იყო და გადაბინდდა,შხამს ანთხევდა ღრიანკალი,შავბედობა ჩაგაფრინდა,ვით ყორანი ყიამყრალი.მტერმა ტურფა საბაღნაროსმოგწყვიტა და ვისევდები,რაგინდ ნისლმა ჩაგაღამოს,მაინც შენკენ ვიხედები.მინდა შენთან წამიერადმოვიქროლო შევარდნულად,ვნახო, მამულს მოწყვეტილიისევ დგეხარ, ხევარდულავ?არ მენახო აბეჩხარი,მწვავე გოლვით დაშანთული,ანდა, როგორც კიბორჩხალი,დაბლა ტოტებგაშხვართული.მინდა ისევ ჩემი იყო,მაჭრევინო ჩხა სართველო,ავჟამობით წანართმევო,არ გივიწყებს საქართველო.
მხარგრძელი სტეფანე

მხარგრძელი სტეფანე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი