პოეზია · ლირიკა
მე უფრო ადრე გარდავიცვალე
მე უფრო ადრე გარდავიცვალე,ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია,ჩემი სიცოცხლე ჰგავდა სიზმარეთს,ჰგავდა კოშმარეთს და აგონიას.მკლავდა დროება უნდო, მზაკვარი,მტკნარი სიცრუით გამრუდებული,მე უფრო ადრე ჩამცეს ლახვარიდა დამანატრეს მამულ-დედული.ჩემი ცხოვრება გაჰყვა გრიგალებს,წელი ყოველი სიმწრის ტოლია,მე უფრო ადრე გარდავიცვალე,ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია.