↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "რა ჯადოქრობამ შესძრა"

ბერულავა ხუტა

2014-05-121 წთ საკითხავი616 ნახვა

—
რა ჯადოქრობამ შესძრა პირველადსული კაცისა _ სიმღერის ფესვი?მზემ, გაზაფხულმა, სევდამ, ფრინველმააღმოაჩინეს მის ფსკერზე ლექსი.ტყემ, დედამიწამ, თეთრმა ღრუბელმა,ცის კაბადონზე რომ არ ჰყავს მწყემსი,ქარმა, ზღვიდან რომ წამოუბერა, _ააშრიალეს გრიგალში ლექსი.ქარმა, ღიმილმა, ბრძოლამ, ძიებამ,მდუღარე ლოცვამ, ცასაც რომ ესმის,აღთქმამ, იმედმა, მონანიებამ, _ჩირაღდანივით აანთეს ლექსი.წყენამ, ტკივილმა, მხნეობამ, რწმენამ,რომელსაც ჰქვია სიკეთის თესლი,ბულბულთა სტვენამ და დედაენამ, _ამქვეყნად შექმნეს უკვდავი ლექსი.
ბერულავა ხუტა

ბერულავა ხუტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი