↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიჩქარე

ბერულავა ხუტა

2014-05-121 წთ საკითხავი602 ნახვა

—
დეკემბერია თუ ხვდები აპრილს,ღამე დგება თუ ელავს ცისკარი,ვით სუნთქვა დროის, ჩუმი და მძაფრი,ჩრდილივით დაგდევს შენი სიჩქარე!და გეჩვენება, თითქოს გვიანობ,თითქოს დაჰკარგე სინათლის წილი,ეს მაშინ, როცა, ადამიანო,ცოტ-ცოტა მუდამ გაკლია ძილი.მისხლობით ზომავ გაფრენილ წამებს,მალიმალ ახელ სიზმრიან თვალებს,და გენატრება რომ დადგეს ღამე,და გენატრება გათენდეს მალე.გუშინდელ ჭაბუკს არ გინდობს ჟამიდა გეუბნება ჭაღარა ხარო...რადგან სიცოცხლე არ იცდის წამით,რადგან სიცოცხლე ქარივით ჩქარობს,გარჯაც, გალობაც, ალერსიც ქალთა,უნდა მოასწრო ერთად ყოველი,რომ დაგრჩეს ქვეყნად, ნეკროლოგს გარდა,შენი პატარა სვეტიცხოველი!
ბერულავა ხუტა

ბერულავა ხუტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი