↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოა აფხაზეთი

ხუან ფრან ნუნიეს პარენიო

1 წთ საკითხავი6 ნახვა

—
ესპანელი პოეტის, ხუან ფრან ნუნიეს პარენიოს, ლექსი აფხაზეთზე — „საქართველოა აფხაზეთი“, ნონა ფიფიას თარგმანით.
აღნაგ სოფლებით, ქალაქებით, ციხით და ტაძრით,გულკეთილი და წრფელი ხალხით, ყველა თაობის,აფხაზეთია საგანძური ძვირფასი ტაძრის.ომის, ტკივილის, სისასტიკის, დანაშაულის,მიუხედავად, გაიმარჯვებს ერთ დროს სიმართლე,კვლავ გაიხარებს აფხაზეთში ჯიში ქართული,და დაამარცხებს, გაანათლებს წყდიადს სინათლე!ვერ გააყალბებს ისტორიას ქვეყნად ვერავინ!ის არ შექმნილა უცაბედად არც დღეს, არც გუშინ,საუკუნეთა წიაღიდან იღებს სათავესხალხის ხსოვნაში ჩამარხულა და ხალხის გულში!ილორი, მსიგხვა, ლიხნი, მოქვი, დრანდა, ბედია,სოხუმი, ბზიფი, წყელიკარი, გაგრა, წებელდა,ყველა მათგანი ფასეული, თვითმყოფადიადა ქართულია - უარყოფას ვერვინ შეჰბედავს!თვალი - ათონი, ღუმურიში, ანაკოფია,აქეთ- ბესლეთი, იქ- ბიჭვინთა, იქით - გუდავა,ეს სახელები თვით ძეგლებზე უფრო მეტია,რაც მთავარია ქართულია და უკვდავია.აფხაზეთია ღვიძლი შვილი ქართული მიწის,გაედინება მის ძარღვებშიც სისხლი კი არა,თვით საქართველოს ის აერთებს ყველა კუთხესთან,და ყოველ მათგანს ერთნაირად ტკივა იარა.მოვა დრო, ყველა ბოროტება, ყველა სიცრუე,თავისუფლებად და სიმართლედ გარდაიქმნება,საქართველოა აფხაზეთი - ეს იყო გუშინ,ასეა დღეს და სამუდამოდ ასე იქნება!თარგმანი: ნონა ფიფიაკრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი