↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყინვა და პატარა მოწაფე

ლომოური ნიკო

2026-07-182 წთ საკითხავი1742 ნახვა

—
თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსათითქო ღრმა ძილით ჩასძინებოდადა ხშირსა ტყესა, ჩადრ - წამოსხმულსა,სახე სრულიად გაშეშებოდა.
არსაიდამ არ მოისმოდაარც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი,ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინაიდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.
და ამ სიჩუმით მოცულს მინდორშიყინვა თანდათან ძლიერდებოდა;ხან აღმა მთებზე და ხან ჩამოღმაიგი მეფურად დაბრძანდებოდა.
დაბრძანდებოდა და თანაც თვალსაარ აშრებდა გატკეპნილ გზასა,უნდოდა ძალა გამოეჩინა.წინ დაჰხვედროდა მომავალს მგზავრსა.
აგერა კიდეც გზაზედ გამოჩნდაბავშვი წიგნებით იღლიაშია!ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახითმიცუნცულებდა ის სკოლაშია.
ყინვამ მაშინვე მისკენ მიჰმართადა მრისხანებით გადუდგა წინა:,, ბავშვო, სულელო“, მსწრაფლ მიაძახა,გირჩევ, ეხლავე დაბრუნდე შინა.
,,ჩემთან კერპობა შენ ვერ გაგივა,მალე გეცვლება წითელი ფერი,იცოდე, შენზე დიდებისათვისმომიგრეხია მწარედ კისერი“.
ესმის ყველა ეს პატარა ბავშვსა,სცივა და მთელი ტანით ძაგძაგებს,მაინც არ სდგება, ხელების ფშვნეტითმიხტის და ფეხებს მიაბაკუნებს...
ყინვა ბრაზდება და გული მოსდისპატარა ბავშვის მხნეობაზედა,უმატებს სუსხსა და ცეცხლსა ანთებსიმის ლოყებსა და ყურებზედა.
შესწუხდა ძლიერ ჩვენი პატარა,მთლად დაეყინა ხელი, ფეხები„,,ვაიმე დედავ!“ უცებ გაისმადა გადმოსცვივდა საწყალს ცრემლები.
მაგრამ მაინც კი სულ არ შეშინდა,ფეხიც არ შესდგა, არ შეისვენა!უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდამარდად მოჰკურცხლა მან სკოლისკენა.
მირბის პატარა, მირბის და... აგერ,სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა!სულ დაავიწყდა მაშინვე იმასყინვაც და მისი ბაქი - ბუქიცა.

ლომოური ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი