პოეზია · ლირიკა
თბილისი
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
შენ ლალი ხარ, საქართველოს სილამაზე,თბილისი და თბილი გულის ფეთქვა გქვია,შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზემზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია.საქართველოს დიდი დაფნის გვირგვინიდანათასი გზით მოწყვეტილი ფოთოლი ხარ,მაგრამ მაინც, წაგლეჯილი მტრის პირიდან,ქართველის გულს დღევანდლამდე მოჰყოლიხარ.შენ კრწანისზე სამას გმირთა არაგველთადაწყვეტილი გულის სიმებს შეჰხებიხარ,შენ თბილისი კი არა და, იმ ქართველთადაუმშრალი თბილი სისხლის წვეთები ხარ.შენს კედლებთან ვინც თავს მტრისგან იმალავდა,მას დედის რძე მწარე შხამად შერგებია,მტკვარს რომ ხედავ, ეს მთის წყალი კი არა დაქართველების სისხლნარევი ცრემლებია.გორგასალის უდრეკელი ფარი ხარ დახარ თამარის ღიმილივით დახატული,ქართველების სალოცავი ხატი ხარ დამზის ნათება ზურმუხტოვან გაზაფხულის,შენს ძებნაში საქართველოს ლაჟვარდ ცაზემზეს რამდენჯერ გზა და კვალი დაჰკარგვია,შენ თბილისი კი არა და, ჩემო კარგო,ის მაოცებს, ნატვრისთვალი რად არ გქვია?!