↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენ უნდა დაგენგრია ჩემი ქოხი"

იოსელიანი ოთარ

2016-06-121 წთ საკითხავი393 ნახვა

—
შენ უნდა დაგენგრია ჩემი ქოხი,რომ სასახლე დამედგა.წყალს უნდა გაგეტანებინე,რომ ხიდები ამეგო.შენ უნდა გასულიყავჩემი თვალსაწიერიდან,რომ მუდამ შენთვის მეცქირა.არ უნდა გამეგონა შენი ხმა,რომ გალობად მომესმინა.აღარ უნდა დამენახა შენი თვალები,რომ ცისფერი გამხდარიყვნენ.არ უნდა მომხვეოდა შენი მკლავები,რომ ფრთებად ქცეულიყვნენ.არ უნდა მეხილა შენი სიარული,რომ ფრენა გცოდნოდა...ჩემად არ უნდა მდომოდი,რომ ჩემი ყოფილიყავ.
იოსელიანი ოთარ

იოსელიანი ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი