↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შვილს ვერ მოუსმენ"

კერესელიძე ნუნუ

2016-06-121 წთ საკითხავი448 ნახვა

—
შვილს ვერ მოუსმენ, სახე გაქვს ქუფრი,ძნელ ბედისწერას დართე ხალისი,გამოდი წუთით, იგემე წუთიჩუმი სიმართლის სიდარბაისლით.დიდ ცეცხლზე იწვის სვე შემოქმედის,მზის სამსახურად გული თუ გერჩის,გაქვს გამართლება, აქ რომ მოხვედი,ჩუმ სიკეთეს რომ უდგახარ გვერდში.თავის მოკრებას არ გაცდის ხავსი,დაცვარულ ვარდით როს გიწვევს გზნება,იარებოდე საკუთარ ქარში,იგრძენ ჰაერი და შორი შვება.თან სინანულიც ისაფეხურე,ზევით და ზევით როს გიწევს გული,გაფანტე მზერა, თავს ნუ შეჰყურებ,გაურკვევლობის გასცდები ბურვილს.

კერესელიძე ნუნუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი