პოეზია · ლირიკა
*** "შვილო, ვეგარ ვუძლებ ამდენ წუხილს"
შვილო, ვეღარ ვუძლებ ამდენ წუხილს,მწარე მოგონება არ მელევა,როგორ შევხაროდი პირველ ქუხილს,პირველ სააპრილო გაელვებას!ახლა მძიმე სევდით გათანგულიცრემლით შენს საფლავზე ჩავიმუხლებ...ვაიმე, ისევ მოდის გაზაფხული,ვაიმე, მალე ისევ დაიქუხებს!..