პოეზია · ლირიკა
ეკლოგა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
სულ იწვიმებენ შენი ცურები,დაგვეცა წარღვნად შენი ჯიქანი.მაგრამ შენ ჯერაც არ იწურები,არ შაწყვეტილან შენი ჭექანი.
სდგანან ქაფებით სარძეულები,მაღალ ტაგანებს სტყდებათ ძირები:ვართ შენ რძეებში დარწეულები,შენი ბარაქით დაზელილები.
გააქვთ გრიალი კერატებს, ვერძებს,დაგბრუნავს თავზე ერბოს მორევი,სასუქს, სიმსუქნეს, მოხეთქილ რძეებს,სიმსხო ბარძაყებს მოჭრილ მორივით.
ხორცით და ქონით გადაჭედილიმოაშრიალებ დაძაგრულ ჯაგარს.მე მინდა ვიყო ჯალალ-ედ-დინი,შენი ფაშვები დავაგო ჩანგალს!
1922