პოეზია · ლირიკა
ელეგია
გიორგი ლეონიძე 1899–1966
დაჰკრავს წამი და... გამოიელვებსპირ-მახვიანი სიკვდილის ცელი.უსაზღვრო სოფელს მოვსწყდები ისე,ვით შემოდგომით ვერხვის ფურცელი.მე წავალ იქით, სითაც მოვსულვარ,საც იმყოფება ბინა სულისადა ამ მიწაზე დარჩება მხოლოდ -ობოლი ცრემლი სიყვარულისა!..
1914