↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დროშა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-132 წთ საკითხავი20308 ნახვა

—
„ალმითა წითელ-შავითა“რუსთაველი
პრაღაში ერთმა მეისტორიემ,როცა წარსულზე ვბჭობდით ორივე,შეკითხვა მომცა ბაასს დართული:― რა ფერის იყო დროშა ქართული?რა ფერის დროშა გქონდათ ქართველებს,სულ ძველისძველი, ათასწლოვანი?თუმც საქართველო ბევრჯერ გათელეს,მაინც ხართ ხალხი სახელოვანი!
ფერი დროშისა ბევრის მთქმელია,თანაც სიმაგრე დროშის ტარისა,დრო სუსტ ხალხების გარდამთქმელია,თქვენ დღესაც უმზერთ მზეს და მთვარესა;თუმც ისტორიულ ტაროსს ემდურითდა აზიის ხმალს ― გამკვეთარესა,არა ხართ ხალხი უცაბედური,დროს მოატანეთ უნეტარესსა!
― პატივცემულო, გამიგონია,და ასეც არი შემოწმებული:ჩვენ შინდისფერი დროშა გვქონია,შავის არშიით შემოვლებული!
ჩვენგან დაღვრილ სისხლსთურმე ნიშნავდაფერი შინდური,სისხლური ფერი;მიწას თუ მდელოს,ქვას და ქვიშათასისხლით ჰპოხავდა მშობელი ერი!მწარე, შავ დღეებს ჩვენი წარსულისმოასწავებდა შავი არშია;დროშა შინდური,შავმოგარსული,ქროლვით დაჰქროდამთა და ბარშია!ვისაც სჩვევია რბევა და პარვა,და მტაცებლურად უთავხედია,მრავალ დამპყრობელს,ჯალათს და მტარვალს,შიშით მისათვის შეუხედია!
იბრძოდა დროშადა მის კალთებზეერთურთს ებრძოდა ეს ორი ფერი, ―წითელი, შავიერთურთს უტევდნენ,მით გამარჯვებას ჭედავდა ერი!
განა ფერები?სიკვდილ-სიცოცხლე,ბნელთან - ნათელი,ავთან - კეთილი, -იბრძოდნენ მწარედ,შმაგურ სიცეცხლით,გააფთრებული ძალთა კვეთებით!
ხშირად, დროშა რომ გაშავდებოდა,მაშინ წითლად ჩნდამიწა ქართლისა;მაშინ კრწანისის ღამე დგებოდაუკანასკნელი არაქათისა.და თუმც მოგვიტყდა ათასი მეხი,ძნელი სათქმელადდა საამბობლად,ამაყად იდგა ერი ნაჩეხი,და არ დაუთმო შავ ფერს სამშობლო!ხალხი როდისმე განა ვალშია?ბედს თუ ეძინა,ხალხს არ ეძინა,დროშის კალთების შავი არშიაოქტომბრის ქარცეცხლს დააწეწინა!ხელში აიღო დროშა წითელი,გახდა ერთგული მისი მტვირთველი...
*― ძმავ-მეგობარო,ხომ ყოველ დრო-ჟამს,ხალხის ოცნება ყოფილა წრფელი?შეუღებია სამშობლოს დროშაჩემს ხალხსსაკუთარ სისხლისვე ფერით.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი