↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დიდი ხანია"

ხაბეიშვილი სოლიკო

2017-06-121 წთ საკითხავი596 ნახვა

—
დიდი ხანია ვარსებობ სხვაგან,აქ რასაც ხედავთ ჩემი ლანდია,მიუწვდომელი ჩვენთა თვალთაგანრაცაა, სწორედ ის მაბადია.იქ ბორგავს ჩემი სული და ფიქრი,გულიც იქაა, იქაა დარდიცდა ყოველ დილით მე თვალებს ვითხრი,რომ არ შევნიშნო აქ ჩემი ლანდიც.ესაა დასტურ სიცოცხლე იქნებ,წუთისოფელი რომელსაც გაცლის;დიდი ხანია მივენდე ფიქრებს,უტყუარია ფიქრები კაცის.

ხაბეიშვილი სოლიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი