↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იყო დრო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
იყო დრო, როცა მე ცხოვრებას ზღვას ვადარებდი,სადაც გრიგალი იყო მეფე ყოვლის მპყრობელი.ერთადერთ სიბრძნედ მე მიმაჩნდა, რომ ამ გრიგალთანისე მომეწყო იალქანი დაუცხრომელი,რომ თვით ამ გრიგალს წაეყვანა სიცოცხლის ნავიიქ, სადაც ბრწყინვით მომელოდა ჩემი ვარსკვლავი.
ვიყავ მდიდარი.. და ვიცოდი მე ფუფუნება,ქვეყნად მრავალი მყვარებია და ბევრს ვუყვარდი,ბევრჯერ დავმტკბარვარ ჩემის საშიშ მდგომარეობით..დიდებით, ქებით, ცოდნით.. რასაც სწვდებოდა თვალი,შემოვლილი მაქვს სიამეთა საზღვრები მთელი,მაშასადამე, რაღა დამრჩა მიუწდომელი?
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი