↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!იყავი ჩემში მარად და მარად.ჩემი სიზმრების რჩეულ მეგობრად.ჩემი ფიქრების ნაზ ნიავქარად.
განმინათე დღე, მითიე ღამე,საგანთიადო მიმღერე ხმები,როცა ეკლიან გზაზე ლტოლვისგანგული გატყდება და დავიღლები.
თუ აღტაცებამ გარემომიცვას,შენც აღტაცება მიეცი შენს სულს.ჩამთვლემს და მაშინც არ მომაკლებდესამარადისო ძიების ჩურჩულს.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი