↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1014 ნახვა

—
ფეხშიშველი ბილიკი კისრისტეხით გარბის ტყისკენ. ტყეში უამრავი ხეა. არის ოფოფიც. არიან ბავშვებიც, რომლებსაც "იასი" ან "მალგოსია" ჰქვიათ. არიან კიდევ პატარ-პატარა ცხოველები და მხეცები. მხოლოდ ქონდრისკაცები აღარ არიან, გაწყდნენ.ჩამობნელდება თუ არა, ჭოტი უზარმაზარი გასაღებით კეტავს ტყეს, რადგან, ღმერთმა დაიფაროს, კატამ თუ მოახერხა შიგ შეპარვა, აიკლებს იქაურობას!

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი