↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარდი და ქარი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1015 ნახვა

—
წალკოტში გაზრდილი ვარდი ქარს შეუყვარდა. ისინი სულ არ ჰგავდნენ ერთმანეთს: ქარი მსუბუქი და გამჭვირვალე იყო, ვარდი კი - უმოძრაო და სისხლივით მძიმე. ერთ დღეს ჩექმებიანი კაცი მოვიდა და ვარდი მოწყვიტა. ქარი გაექანა მისკენ, მაგრამ კაცმა ცხვირწინ მიუკეტა კარი. "ნეტავი ქვად მაქცია, - ატირდა უბედური ქარი. - მთელი ქვეყანა რომ შემომევლო, წლობით რომ შინ არ დავბრუნებულიყავი, ერთი რამ მაინც ვიცოდი, ყოველთვის აქ ვარდი დამხვდებოდა".ქარმა ისიც იცოდა, ჭეშმარიტი ტანჯვა რომ მარტო ერთგულთა ხვედრი იყო.

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი