↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიჟარა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1017 ნახვა

—
ჩემი მშობლების საწოლ ოთახში, სარკის წინ, ვარდისფერი ნიჟარა იდო. ფეხაკრეფით მივეპარებოდი ხოლმე, ხელს დავტაცებდი და ყურთან მივიტანდი. მინდოდა, ისეთ დროს მიმესწრო, როცა ნიჟარა რაღაცას არ მოსთქვამდა თავისი გაბმული ერთფეროვანი ხმით.პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი: ძალიანაც რომ გიყვარდეს ვინმე, არის წუთი, როცა ესეც გავიწყდება.

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი