↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმპერატორი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1011 ნახვა

—
იყო და არა იყო რა, იყო ერთი იმპერატორი. ყვითელი თვალები და ბერკეტივით მოძრავი ყბები ჰქონდა. მარმარილოთი და პოლიციელებით გატენილ სასახლეში ცხოვრობდა. მარტოდმარტო. გამოიღვიძებდა ღამით და ყვიროდა. არავის არ უყვარდა. მას კი ყველაზე მეტად ნადირობა და კაცის კვლა იტაცებდა. ბავშვებთან სურათის გადაღებაც უყვარდა, თაიგულით ხელში. როცა გარდაიცვალა, ვერავინ გაბედა მისი სურათის ჩამოხსნა.აბა, დაათვალიერეთ, იქნებ თქვენს სახლშიაც აღმოჩნდეს მისი სურათი.

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი