↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიბლიოთეკაში (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1017 ნახვა

—
ქერათმიანი ქალიშვილი ლექსს დასცქერის. ლანცეტივით წამახული ფანქრის წვერით სიტყვები ქაღალდზე გადააქვს და პაწია ხაზებად, მახვილებად, ცეზურებად აქცევს მათ...დაღუპული პოეტის ელეგია ახლა ჭიანჭველების მიერ გამოხრულ სალამანდრას ჰგავს.ტყვიის ქარცეცხლში, წინახაზიდან როცა გამოგვყავდა, მე იმედი მქონდა, რომ მისი ჯერ კიდევ თბილი სხეული სიტყვაში მაინც გაცოცხლდებოდა. ახლა კი სიტყვების სიკვდილს რომ ვხედავ, მე უკვე ვიცი: გახრწნას ვერ შეაჩერებს ვერაფერი...ჩვენს შემდეგ მიწაში მიმობნეული ასოები და ბგერებიღა დარჩება, წარმავლობასა და ნეშტზე დასმული მახვილები.

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი