პოეზია · ლირიკა
ვაჟა-ფშაველას საფლავზე დიდუბეში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
სადაც ჩანჩქერებია,ყინვის ლატანებია,ბევრჯერ ირმის ყვირილშიდილა დასტანებია.ის მთებს ვინ დააშორა,ან ირემს რქაფიწალსა?არწივების ვაჟკაციჰხრავს ქალაქის მიწასა!მას უნდოდა საფლავინაღვარი, ქვიშიანი,სიკვდილის დროს ბალახიდა იფნების შრიალი.სიკვდილის წინ არაგვიდა სიკვდილის უკანაც, ―ფშავეთის ცის ვარსკვლავიკუბოს თავზე მშუქარად.ის აქ ვინ დაასვენა,რომელ დამნაშავემა?მთა უნდა მთასთან იყოს,ზევით, ვაჟა-ფშაველა!