პოეზია · ლირიკა
ნანას
ნუ სველდებიან შენი თვალები,ო, ნუ იფარებ თვალებზე ხელებს,მე, მომაკვდავი, ნუ გაბრალები,გთხოვ, შემიბრალო სიკვდილის მერე.
ეგ მაგნოლია გადმომიხარე,ყვავილს მასუნთქე და მიმაფერე;მალე მოვკვდები, ნუ შემიყვარებ,გთხოვ, შემიყვარო სიკვდილის მერე.
ნუ მრავლდებიან შენი ცრემლები,ნუ დამანახებ, ძვირფასო, ცრემლებს,მე მოვალ შენთან, მოგეფერები,ო, ახლა არა! - სიკვდილის მერე.