↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დაჰქროლა სიომ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
Iდაჰქროლა სიომ, დაჰქროლა წყნარად,ააშრიალა დაბლობზე თივა,ტყეში შეიჭრა და უწყინარადფოთოლთა გუნდი აატივტივა,მოწყდა მზის სხივი მთის შეჭრილ კალთას,ვარდზე ცის ნამი ააციმციმა,დაჰქროლა ისევ ნიავმა მშვიდ მთას,და გადმოეშვა ფოთოლთა წვიმა.
IIამ დროს სიმღერა რამე ველურიმაღალი მთიდან ისევ ისმოდა,მაგრამ წამება ჯოჯოხეთური,დემონისთვის რომ დაგეგდოთ ყური,ისე მაინც ვერ გამოითქმოდა.ამ ჰანგთან შურის ძიების გველი,მრავალთა ტანჯვის დღეთა მნახველი,ვფიცავ, უკეთესს ვერას იტყოდა.
IIIარ შეუქმნია იგი მომღერალსთავის წარსული გამოცდილებით,დიდებითა და გვირგვინებით მთვრალს,და ღონე მიხდილს სიცოცხლის ხმებით!არა, ის მხოლოდ დიდება იყო,მზის შესხმა მხოლოდ, სხვა არაფერი,მაგრამ თვით ცა რომ გაყოფილიყო,ვერ განასკვავდა ვერც ერთი მტვერი.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი