↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვეყანა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ჰერბერტი ზბიგნევ

2012-08-121 წთ საკითხავი1015 ნახვა

—
ძველისძველ რუკაზე ერთი პატარა ქვეყანაა, რომლის გახსენება ცუდ ხასიათზე მაყენებს ხოლმე. ეს გახლავთ ვაშლის, მთაგორების, ზანტი მდინარეების, მწკლარტე ღვინოებისა და სიყვარულის სამშობლო. სამწუხაროდ, დიდმა ობობამ თავის აბლაბუდაში გაახვია იგი და ლორწოვანი ნერწყვით ოცნების ყველა მისასვლელი ამოლესა.მუდამ ასეა: ანგელოზი ცეცხლის მახვილით, ობობა, სინდისი.

ჰერბერტი ზბიგნევ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი