↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე საზღვარზე

ღუდეშაური იორამ

2017-06-121 წთ საკითხავი379 ნახვა

—
ბნელა... კლდეში წივის ქარი,გაწეწილი, როგორც ალი.ჟამი მეფობს ცოდვა-ბრალის,საგანგაშო რეკავს ზარი.თოვლით ავსებს ხევებს, ხრამებს,ტოტებს ალეწს ფიჭვიანებს,გაღმა მგელი მოხანხალებს,გზად ურემი მიჭრიალებს.ქედებს ტანზე სამოსს ახევს,ნაფლეთ-ნაფლეთ მიფრიალებს,გულს გოდების უგებს მახეს,მიჰქრის, გზად არ იგვიანებს.ზეცა თვალს არ ახამხამებს,მიდამო პირს იმგლიანებს,ჟამი წუთებს ახანხანებსროგორც თვითონ იპრიანებს...ვდგავარ... ჟამს ვჭვრეტ არ სახსენებს,ბორგავს გული – გაყინული, –ერის ბედი არ მასვენებს:ნუთუ კვლავ-ა გაყიდული?!

ღუდეშაური იორამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი