პოეზია · ლირიკა
განცდათ ჭიდილი
ბარდნაა, ჟამი გულკუპრობს...რას ვიზამთ, ზამთრობს ზამთარი.დღე მოდის– უფრო და უფროისმის ზვავთ ზავთი, დგანდგარი.ქარი ყეფს, ყური ყრუვდება,გული წყლულდება მომრჩალი,ბაგე ვედრებას უნდება,თითებს აცვდება `ლოცვანი”;ფიქრი საფიქრალს არ სწყდება,თავის ბაკანს ხდის გონქთარი,სული სასულეს აწყდებაამოსასვლელად მომდგარი...რადა ღირს ამ დროს ბუხარი,შიგ ხმელი მუხის ტკრციალი,სტუმრები, გულში მდუღარიაზრი და განცდა ზიარი.იმ დღისთვის შემონახული,გზნებით ზენაარ ფრთიანი, –კახურის – სულის მსახურის,ეშხით ძარღვების რიალი;ზეცით ჩამოჭრა სხივისა,მუზა რომ ჰქვია, ტიალი,კაფია... პოეზიისამიუწვდომელი ტრფიალი... –ჯანდაბას მაშინ... გაგრძელდესბუნების ორომტრიალი...................უპურმარილო დიაცი,საბჭოთა ჯორზე შემჯდარი,მტრისამც სახლის კარს შეაღებსისეთ დროს ყუყაგამჯდარი!