↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტკივილიანო სიყვარულო!

ბერაძე მერაბ

2017-06-121 წთ საკითხავი434 ნახვა

—
ტკივილიანო სიყვარულო,ჭაღარა თმებით,კარგა ხანია რაც ერთმანეთსფარულად ვხვდებით.უცხო თვალისგან საიმედოდგვიფარავს ფარად,სწორედ ამიტომ არვინ იცისმე და შენს გარდა,თუ რა ტკბილია და რა მწარეყველა შეხვედრა,ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა.როცა ერთად ვართ, მაშინა ვარ,მხოლოდ ძლიერი,ხმამაღლა ვერა,მაგრამ ჩუმად ვარ ბედნიერი!ფარულ სიყვარულსტიტანური ძალა ჰქონია,მაინც ვინ შექმნა,ვინ დაწერა ეს სიმფონია?რა სასოებით შევცქერით ცას,რა გარინდებით,თუმცა კი ვიცით,რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით.და მაინც, ჩემო, მიხარია, რომ ასე მოხდა,ჰო, წუხელ მაინც რა ლამაზად,რა თეთრად თოვდა!

ბერაძე მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი