↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეგონებანი

ლებანიძე მურმან

2015-09-121 წთ საკითხავი10414 ნახვა

—
ლამაზი არ არის:ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს!ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადიოდეს!ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს!უნიფხვოს სუნამოსსურნელიასდიოდეს!
ლამაზი არ არის:მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს!ყასაბი - დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს!ღმერთო, დაგვიფარე და,პოეტი სუქდებოდეს!
ლამაზი არ არის:დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!ეპისკოპოსი ბარდელში დადიოდეს!ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, -სამშობლო ხელთ ეპყრასბერიკაცს ათიოდეს!
1970
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი