↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

“მძიმე მარხვა”

მარსიანი

2026-07-181 წთ საკითხავი648 ნახვა

—
მძიმე მარხვააჩემს მშიერ სულს მძიმედ ბარდნიან გალაქტიკებიზეცის უფსკრულთაგან ჩამოქცეულნიმძიმე მარხვაათავს ავუკრძალე საზრდო -შენი მოსმენა და შენი ცქერა ელორამძიმე მარხვაადა მძიმეა აწ გარდასული საუკუნის წყეული ლანდიჯერაც რომ ყბებით ჩაჰფრენია ჩემს მორჩილ სხეულსმძიმე მარხვააამ მძიმე მარხვაში ვარ დამარხულიშორით მოჩანსკიპარისებში მოცრიატე ტაძრის გუმბათიშენი ტაძარი შენი ბუდე – სადაც შენ გალობ ელორამძიმე მარხვააჩემში უფსკრულნი მშობიარობენაღდგომის წინარე წყვდიადთა გმინვაავერ გისმენ ვერ გხედავ ელორა ელორამე ვარ კოლაპსიმე უნათლობის ზღვარი ვარმე უშენობის მაქსიმუმი ვარ ელორამძიმე მარხვაამხოლოდ დუმილის შავი ხმა წიწინებსარარსი სუნთქავს უსაზღვროებასდა რამდენადაც ახლოვდებაიმდენად შორეულდება აღდგომის ნათელიიმდენად მძიმდებაუშენობის უსასრულობამძიმე მარხვაამძიმე საშინელი კვირაავერ გისმენ ვერ გხედავ ელორა ელორა.
მარსიანი

მარსიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი