↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი კოშკზე

მარსიანი

2010-08-121 წთ საკითხავი644 ნახვა

—
შენთვის ვაშენე ბროლის კოშკი მიუვალ მთებში:იქ ჰაერია იშვიათი, წმინდა და ცივი,ჟამიდან ჟამზე მოფრინდება დიდ სიჩუმეშიგალაქტიკიდან მოგზავნილი საღვთო არწივი.
აქ დაბინადრდი! უკვდავება მოგეფერება,ცით ნათესავი გესტუმრება მფრინავი თეფშით,გალაქტიკების იდუმალი, ყრუ დაჟღერებაელექტრონებად განიბნევა შენს ლამაზ თმებში.
მხოლოდ შენ გიძღვენ ბროლის კოშკი მტერშეუვალი:მოხვალ? სარკმელი აყვავდება შენი ვუალით;ანგელოზთ ქორო უგალობებს ქმნილებას მედეგს,
ავსულთაც ბრძანონ მარად მისი სადიდებელი,ათასი წლები ვერ დასცემენ მის ნატიფ კედლებს,მხოლოდ შენ ძალგიძს დაანგრიო სულის შებერვით
მარსიანი

მარსიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი